пятница, 16 декабря 2011 г.

პროექტის დასახელება: აზერბაიჯანის ნაციონალური კერძი :“ფლოვი“
პროექტის მოკლე აღწერა..პროექტის მონაწილეები იკვლევენ ფლოვის წარმოშობის ისტორიას, მისი მომზადების,გემოვნების და მირთმევის თავისებურებებებს.შეისწავლიან ფლოვის რეცეპტებს.აზერბაიჯანის სხვადასხვა კუთხეში ერთმანეთისაგან განსხვავებულ ფლოვს ამზადებენ
პროექტის სრული    აღწერა..მოსწავლეები გამოიკვლევენ და შეისწავლიან ფლოვის წარმოშობის ისტორიას. გაარკვევენ ტუ რატომ დაერქვა ფლოვი.შეისწავლიან აზერბაიჯანის სხვადასხვა კუთხეებში რა ტრადიციები ახლავს ფლოვის მომზადებას,რით მიირთმევენ ჩანგლით,ხელით თუ კოვზით. პროექტის მონაწილეები ერთმანეთს შეეჯიბრებიან ფლოვის მომზადებაში,თეორიულად შეისწავლიან თუ რა მასალაა საჭირო ფლოვის დასამზადებლად.
ფლოვის რეცეფტი..საშუალო ქვაბში წამოვადუღებთ წყალს,ექვს ჭიქა ბრინჯს ჩავყრით ამ წამოდუღებულ წყალში, მაგრად მოხარშვა არ შეიძლება, სულ ოდნავ მაგარი უნდა იყოს,შემდეგ გადავიტანთ თუშფალანგზე და ზედ მოვასხავ ცოტა ცივ წყალს, რომ ბრინჯი არ შეიკრას  ,მერე ცოტა კარაქს მოვდაღავ ქვაბში, ავთქვეფავ ოთხ ხუთ კვერცხს და  ჩავყრი ამ მოდაღულ კარაქში ,მიიღებს ერბოკვერცხის ფორმას.მოხარშულ ბრინჯს ჩავყრით შიგ,ერთ ტაფა კარაქს გავადნობ და მოვასხამ ამ ფლოვს,დავახურავ გაზეთს ან სუფთა ჩვარს,ზემოდან კი ქვაბის სახურავს.ათი თხუთმეტი წუთი დავდგამ ნელ ცეცხლზე მაგრამ ქვაბს დავდგავთ სადგამზე. ტაფაში ცოტა კარაქში მოვშუშავ გარგლის,ჭანჭურის და ყურძნის ჩირს.ხუთი წუთის შემდეგ მოვასხავ ნახევარ ჭიქა ტკბილ წყალს ცალკე მოვხარშავ წვრილ ლობიოს, ლობიოს ფლოვში გავურევ.თეფშზე გადავიტანთ და თავზე მოვაყრით მოშუშულ ჩირს. ასევე მზადდება ხრუშტი ფლოვი წვრილწვრილად დაჭრილი ძროხის ხორცითა და მწვანილით.შენიშვნა ფლოვის ერბოკვერცხს ვეძახით გაზმაღს,გაზმაღის მომზადება შეიძლება ცომითაც
მონაწილეთა ასაკი..15-19 წერლ
ვადები-ხანგრძლივობა-1თვე
პროექტის შესაძლო აქტივობები..დისკუსიების გამართვა,გამოკვლევა.რეცეფტების წიგნის შექმნა
მოსალოდნელი შედეგები..მოამზადებენ სხვადასხვა სახის ფლოვს,დაეუფლებიან მპოვრის პროფესიას.
სარგებელი..რეცეპტის წიგნი მსურველთათვის
სამუშაო ენა-ქართული
საგნებთან,საგნობრივ ჯგუფებთან-მოსწავლეები გაიუმჯობესებენ ცოდნას რამდენიმე საგანში.
აზერბაიჯანის ნაციონალური კერძი“ფლოვი“.
პროექტის ხელმძღვანელი-მარზია აბასოვა.